გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 427 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა შვიდი პაციენტი. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
გერმანიაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 230 048 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 260-ს შეადგენს.
გერმანიაში, სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება. საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 771 ახალი შემთხვევა აღრიცხეს.
მაისის შემდეგ საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.