logo_geo
eng_logo
ლევან კალანდაძე: ლარი ისევ იპოვის წონასწორობის კურსს
- +

25 ივნისი. 2016. 02:45



ლარის კურსის კორექტირება დოლარზე ბიზნესსუბიექტების მხრიდან დოლარზე ჭარბმა მოთხოვნამ განაპირობა", - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძეtv პირველის ეთერშ განაცხადა.


საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ ლარის კურსთან დაკავშირებით, თუმცა ბუნებრივია, გარკვეული დისკომფორტია, როცა ლარი უფასურდება დოლართან მიმართებაში, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ან უნდა ავირჩიოთ ფიქსირებული კურსი ან უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რაც გვაქვს, ანუ ე.წ. მცურავი კურსი, მცურავი კურსის შემთხვევაში ლარი თავად ირჩევს წონასწორობის კურსს... აქედან გამომდინარე, ეს არის მოთხოვნა-მიწოდება და ამ პროცესში მთავრობა არ ჩარეულა.

 

გარკვეული ბიზნეს სუბიექტების მხრიდან (ძირითადად საბანკო სექტორიდან და ქართულ ბაზარზე არსებული ერთი ორი მსხვილი მოთამაშიდან) დოლარში ვალდებულებების შესრულებაზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია ლარის კურსის კორექცია, როცა ეს მოთხოვნა ამოიწურება ლარის კურსი ისევ  დაიწყებს ჩამოსვლას და იპოვის წონასწორობის კურსს..." - განაცხადა ლევან კალანდაძემ.


დღეს ლარი დოლართან მიმართებაში 0.0510 პუნქტით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.2941 ლარი იქნება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.2431 ლარად იყო შესაძლებელი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner