logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე: ამინდის დასტაბილურებასთან ერთად ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაიწყება სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა ეფექტიანი შედეგების მისაღებად
- +

21 აგვისტო. 2020. 15:16

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტი სტიქიას ებრძვის. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, წვიმის სახით მოსულმა ნალექმა, სოფლები - დურაში, ტვიბი, ესიერი, და მუწდი გარესამყაროს მოწყვიტა.

 

წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანებულია სამი ხიდი - მუწდის ხიდი მდინარე მუხრაზე, დურაშის ხიდი მდინარე ჩოლშურაზე და ესიერის ხიდი მდინარე ჩოლშურზე. სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე და გარესამყაროს მოწყვიტა ჩიხარეშის, ჟახუნდერის და ჩოლურის თემები. გოჩა ენუქიძე, რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი მაქარაშვილთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფება, თუმცა, მისი ინფორმაციით, ამ დრომდე ძლიერად წვიმს, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას აფერხებს.  დეპუტატის განცხადებით, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლების მოსახლეობასთან ამ ეტაპზე მხოლოდ სატელეფონო კავშირია. ამინდის დასტაბილურებასთან ერთად დაიწყება სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა ეფექტიანი შედეგების მისაღებად.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner