„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ჰარი მაგუაიერი კუნძულ მიკონოსზე დააკავეს.
ცნობილია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი პოლიციამ დღეს, 21 აგვისტოს, გამთენიისას დააკავა. მაგუაიერს ბარის წინ კონფლიქტი მოუვიდა ინგლისელ ტურისტებთან.
ბერძნული „Protothema“-ს მიხედვით, ფეხბურთელი პოლიციას არ დაემორჩილა და ის ამის გამო დააკავეს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინფორმირებულია ამ ფაქტთან დაკავშირებით.
„კლუბმა იცის ჰარი მაგუაიერის ინციდენტის შესახებ, რომელიც წინა ღამეს მიკონოსში მოხდა. ჩვენ დავუკავშირდით ჰარის და ის თანამშრომლობს ბერძნულ პოლიციასთან. ამ ეტაპზე მეტი კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია“, – იტყობინება „იუნაიტედი“.
მაგუაიერი შვებულებაში მიკონოსის კუნძულზე, მარკუს რაშფორდთან და ჯესი ლინგარდთან ერთად იმყოფება.