თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი (74 კგ) ზაურბეკ სიდაკოვი საკუთარ ქორწილში უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. 24 წლის რუსს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა უწევდა, მაგრამ თამაშების ერთი წლით გადატანის გამო, მოჭიდავემ გამოთავისუფლებულ დროს დაქორწინება გადაწყვიტა. ქორწილი ვლადიკავკაზში გადაიხადეს.
ერთ-ერთი რუსული გაზეთის ინფორმაციით, შუა ზეიმის დროს, სიდაკოვსა და რამდენიმე სტუმარს ტელეფონებზე ინტიმური ვიდეოები მიუვიდათ სპორტსმენის რჩეულის მონაწილეობით.
როგორც გაირკვა, ეს ვიდეოები სიდაკოვსა და სტუმრებს პატარძლის ყოფილმა შეყვარებულმა გაუგზავნა. ამ უკანასკნელმა ისიც დაწერა, რომ ადრე გოგონა საეჭვო რეპუტაციით სარგებლობდა.
საბოლოოდ, პატარძალი ქორწილიდან სამარცხვინოდ გააძევეს, მოჭიდავე კი ნათესავებმა ქალაქიდან გაიყვანეს იმის შიშით, რომ ის შურისძიებას გადაწყვეტდა.