საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში იმყოფებოდნენ, სადაც ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს.
სოფელ საღრაშენში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ახალი სკოლის მშენებლობა მილიონი ლარით დაფინანსდა.
სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენდა, მოიცავს რვა საკლასო ოთახს, ლაბორატორიას, ბიბლიოთეკას, კომპიუტერულ ოთახს, სასადილო ოთახს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ასევე კეთილმოეწყობა სკოლის გარე ტერიტორია.