25 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. მომღერალთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „შვიდკცა", პაატა ანდრიაძის ბენდი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი. კონცერტზე გაჟღერდება თამარ გვერდწითელის როგორც ყველასთვის ნაცნობი, ასევე ახალი სიმღერები.
კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება პატრიარქის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს მზრუნველობამოკლებული მოზარდების დახმარებას მას შემდეგ, რაც ისინი სრულწლოვანები გახდებიან.
ღონისძიების ორგანიზატორია საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი და თამარ გვერდწითელის საერთაშორისო ფონდი „მუსიკა საზღვრებს გარეშე". საღამოს რეჟისორი - ზაზა ორაშვილი; პროდიუსერი რეზი ახრახაძე.