logo_geo
eng_logo
ალექსეი ნავალნი თვითმფრინავით გერმანიაში გადაჰყავთ
- +

22 აგვისტო. 2020. 10:04

 

 

კომაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ თვითმფრინავით გადაჰყავთ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

ომსკის საავადმყოფოს ექიმების დასკვნით, ნავალნის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, რის შედეგადაც, მათ ნავალნის გერმანიაში გადაყვანა დაუშვეს.

 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს. თუმცა, რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ინტოქსიკაცია არ დაუდასტურდა და იგი სისხლში შაქრის დონის დაქვეითების გამო ჩავარდა კომაში. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner