logo_geo
eng_logo
ბათუმში მეჯინისწყლის არხის კედლის მშენებლობას არჩილ ჩიქოვანი გაეცნო
- +

22 აგვისტო. 2020. 11:11

 

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ბათუმში მეჯინისწყლის არხის კედლის მშენებლობას გაეცნო.

 

„მეჯინისწყალზე უხვი ნალექის დროს განვითარებულმა სტიქიამ მდინარის ორივე ნაპირის ჩამორეცხვა გამოიწვია, რაც მოსახლეობისთვის საფრთხისშემცველი გახდა. მდინარის გადმოსვლა გზებისა და საკარმიდამო ნაკვეთების განადგურებას იწვევდა.

 

პრობლემის მოგვარების მიზნით დაიგეგმა ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა. პარალელურად, ჩვენ ვახორციელებთ მეჯინისწყლის არხის კედლების მშენებლობას, რის დასრულების შემდგომაც არსებული ყველა პრობლემა მოიხსნება“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

უკვე დასრულდა 600 მ სიგრძის კედლის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეჯინისწყლის არხის კედლების მშენებლობა. სამუშაოები 2021 წლის მარტში დასრულდება.

 

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner