სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს. ამის შესახებ ტიხანოვსკაიამ „ბელსატთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ბელარუსის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საკითხი ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს.
„სწორედ ამიტომ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც უნდა ითამაშოს შუამავლის როლი კრიზისის შეწყვეტასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოებაში“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ის ან მისი მეუღლე ხელახალი არჩევნების შემთხვევაში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ თავად ამას არ გეგმავს.
„რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ეს ყველა გაფიცულის, მთლიანად ბელარუსი ხალხის მოთხოვნაა, მე კანდიდატურის წარდგენას არ ვგეგმავ“, – აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.