logo_geo
eng_logo
ალექსეი ნავალნი ბერლინში ჩაიყვანეს
- +

22 აგვისტო. 2020. 12:32

 

 

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი ბერლინში დაეშვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

ბორტი ომსკიდან დღეს, დილით გაფრინდა და ბერლინის ტეგელის აეროპორტში დაეშვა. თავდაპირველად, ომსკის საავადმყოფოს ექიმები ნავალნის ბერლინში გადაყვანის წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, ექიმებმა მისი გერმანიაში გადაყვანა დაუშვეს.

 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner