logo_geo
eng_logo
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
- +

22 აგვისტო. 2020. 12:43

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – პატარძეულში, გიორგიწმინდაში, ნინოწმინდასა და წყაროსთავში სტიქიის შედეგებს დილიდან ითვლიან. გუშინ მოსულმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა შიდასაუბნო გზები დააზიანა, სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი ბოსტნეული კულტურები დააზიანა. დაზარალებულ სოფლებში მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი ჩავიდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო.

 

„ვენახებისა და ყურძნის მოსავლის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ შემოსულა. მერიის შესაბამისი სამსახური დილიდან გასულია და ზარალის აღრიცხვას აწარმოებს“, – განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.

 

სტიქიის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ოთხიათასამდე აბონენტი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner