logo_geo
eng_logo
დღის ბოლომდე ლენტეხის ორ სოფელთან დამაკავშირებელი გზა შესაძლოა, გაიხსნას
- +

22 აგვისტო. 2020. 13:16

 

 

„მდინარეებში წყლის დონემ იკლო, შესაბამისად, თუ ამინდი არ გაუარესდა, დღის ბოლომდე ორ სოფელთან დამაკავშირებელი გზის გახსნას შევძლებთ“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა განუცხადა.

 

მაქარაშვილი ამ წუთებში სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელ ჩატეხილ ხიდთან იმყოფება.

 

მაქარაშვილის თქმით, დღის ბოლომდე ჩაკეტილ სოფლებში მცხოვრებ ყველა ოჯახს სამაშველო სამსახურის დახმარებით თითო ტომარა ფქვილს მიუტანენ.

 

შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ლასკადურამ, ჩორშურამ და მუხრამ ხიდები და გზები დააზიანა, ხუთი სოფელი - დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიბი და მუცდი გარესამყაროს მოწყვიტა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner