logo_geo
eng_logo
მესტიის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
- +

22 აგვისტო. 2020. 13:37

 

 

სტიქიამ მესტიის მუნიციპალიტეტში ადიშის, მულახის და ლენჯერის თემში პრობლემა შექმნა.  სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიშში, სადაც მდინარის ადიდების შედეგად 400-მეტრიანი სამანქანე გზა წაღებულია.

 

მობილიზებულია ტექნიკა, რათა მოხდეს დროებითი საავტომობილო გზის მოწყობა და სოფელთან მოძრაობის აღდგენა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიშის დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები 2 საათში დაიწყება.

 

სტიქიის შედეგად, გზები დაიტბორა ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც. ამ დროისთვის ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

სტიქიის ზონაში იმყოფება მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი. მესტიისკენ ამ წუთებში მიემგზავრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და მოადგილე ნინო ვიბლიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner