logo_geo
eng_logo
დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობის ფაქტზე დაწესებულების თანამშრომელი დააკავეს
- +

1 მარტი. 2016. 21:27



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სისტემის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის მცდელობის ფაქტი აღკვეთა. პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია დაწესებულების თანამშრომელი გ.მ.


მიმდინარე წლის 1 მარტს პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში, ამავე დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორ გ.მ-ს საკვების და პირადი ნივთების შემოწმებისას, რომლის შეტანასაც იგი დაწესებულებაში ცდილობდა, ზეწარში ფარულად გადამალული აკრძალული საგნები - სამი ცალი საშუალო ზომის დანა აღმოჩნდა.


გ.მ-ს ბრალად ედება პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარების გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-378 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.




 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner