გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 951 897-ს მიაღწია, - ინფორმაციას რუსეთის მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 121 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 16 310-მდე გაიზარდა.