„BBC"-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიციას მოაწერა ხელი.
პეტიციაში, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 555 000-ზე მეტი ადამიანი მოითხოვს ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაციის დაწესებას.
ამ ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.