ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის არმიაში სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ლუკაშენკოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბელარუსთან ახლოს NATO-ს ძალების სერიოზული გადაადგილების გამო მიიღეს.
„ჩვენს საზღვრებთან ახლოს, პოლონეთისა და ლიეტუვას ტერიტორიებზე ვხედავთ NATO-ს ძალების სერიოზულ მოძრაობას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.