რონალდ კუმანმა „ბარსელონადან“ მესის წასვლის საფრთხეებსა და „რეალთან“ კონკურენციაზე ისაუბრა.
„ვაპირებ, რომ გუნდი მესიზე ავაწყო. არგენტინელი ჩვენი კოლექტივის უდავო ლიდერია და ასე იქნება მომავალშიც.
როგორც ვიცი, ლეოს მოქმედი კონტრაქტი აქვს, თუმცა, გახანგრძლივება საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.
მესის გარეშე „რეალთან“ ჭიდილი მარტივი არ იქნება, რადგან „ბარსელონა“ ლეოსთან ერთად ყველა სხვა კლუბს აღემატება, ვინაიდან არგენტინელი მსოფლიოში ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას“, - განაცხადა რონალდ კუმანმა.