logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკო: არეულობის წამქეზებლები ვილნიუსსა და ვარშავაში სხედან
- +

22 აგვისტო. 2020. 18:00

 

 

 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ქალაქ გროდნოში საკუთარი მხარდამჭერების აქციაზე მივიდა. ინფორმაციას სააგენტო Tut.by ავრცელებს.

 

როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, არეულობის წამქეზებლები ვილნიუსსა და ვარშავაში სხედან.

 

„არეულობის წამქეზებლები თქვენ, ბელარუსები არ ხართ. ისინი იქ, ვარშავასა და ვილნიუსში სხედან. ხომ ხედავთ, სად გაიქცნენ ეს ალტერნატიული იდეის მხარდამჭერები? ზოგიერთმა რუსეთისა და უკრაინის გავლით წრე გააკეთა და ისე მოხვდა იქით“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner