logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
- +

25 ივნისი. 2016. 11:42


„საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



მგზავრთნაკადის მომატებასთან დაკავშირებით, სსსაქართველოს რკინიგზა" 6 ივლისიდან ამატებს ახალ  შემადგენლობას  (#854/853) თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე. 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.  „საქართველოს რკინიგზამგზავრებს თითო მიმართულებაზე დამატებით 300 ადგილს შესთავაზებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 07:20,  .ბათუმში ჩავა  12:50.  . ბათუმიდან გამოვა 16:35 და თბილისში ჩამოვა 22:00. მგზავრებისათვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად განრიგი მორგებულია საქალაქო ტრანსპორტს.

შავიზღვისპირეთში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით და მგზავრთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, „საქართველოს რკინიგზა"  25 ივნისიდან ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის მიმართულებაზე დამატებით საგარეუბნო ოთხვაგონიან ელექტრომატარებელს (#898/897) ნიშნავს. მატარებელი . ქუთაისიდან გავა 08:25 .ბათუმში ჩავა 11:05. . ბათუმიდან გამოვა 18:45 და . ქუთაისში დაბრუნდება 21:30. მგზავრობის ღირებულება შეადგენს 4 ლარს.

 

საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!" - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner