ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც, ორშაბათიდან ყველა საწარმო დაიხურება, რომლის თანამშრომლებიც გაფიცული არიან.
„თუ ვინმეს არ სურს მუშაობა, არ დააძალოთ. არ არის საჭირო, მაგრამ თუ საწარმო არ მუშაობს, მას კლიტე დაადეთ. ხალხი დაცხრება, დამშვიდდება და მერე გადავწყვიტოთ, ვის მივიწვევთ ამ საამქროებში“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.