logo_geo
eng_logo
ლიბანში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
- +

22 აგვისტო. 2020. 20:33

 

 

ლიბანის ჩრდილოეთ ნაწილში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სროლა ლიბანის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ცეცხლი გზაზე მიმავალი მანქანიდან გახსნეს.

 

მსროლელის ავტომობილში, რომელიც მოგვიანებით მიტოვებული იპოვეს, მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა, ელექტროკაბელები და იარაღის მაყუჩი აღმოაჩინეს. სროლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner