logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდება
- +

22 აგვისტო. 2020. 21:16

 

 

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ორშაბათს ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოადგილეს, სტივენ ბიგანს შეხვდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, ბიგანი ლიეტუვაში ორშაბათს ჩავა, შემდეგ კი, მოსკოვში გაემგზავრება.

 

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს კონკურენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია 11 აგვისტოს შემდეგ ლიეტუვაში იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner