ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ორშაბათს ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოადგილეს, სტივენ ბიგანს შეხვდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბიგანი ლიეტუვაში ორშაბათს ჩავა, შემდეგ კი, მოსკოვში გაემგზავრება.
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს კონკურენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია 11 აგვისტოს შემდეგ ლიეტუვაში იმყოფება.