logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, ლუიზიანის შტატში პოლიციელებმა დანით შეიარაღებული, ფერადკანიანი მამაკაცი მოკლეს
- +

23 აგვისტო. 2020. 01:06

 

 

აშშ-ში, ლუიზიანის შტატში პოლიციის თანამშრომლებმა დანით შეიარაღებული, ფერადკანიანი მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას „ABC“ ლუიზიანის შტატის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

პოლიციის ცნობით, ლაფაიეტის პოლიციის დეპარტამენტში დანით შეიარაღებული მამაკაცის მონაწილეობით კონფლიქტის შესახებ სატელეფონო ზარი შევიდა.

 

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მამაკაცის დაკავება უშედეგოდ სცადეს. პოლიციელები დანით შეიარაღებულ ეჭვმიტანილს ფეხით მიჰყვებოდნენ, თუმცა, ის პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და გზა განაგრძო. მამაკაცი სადღეღამისო მაღაზიაში შესვლას ცდილობდა, რა დროსაც მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინციდენტის ადგილზე 11 გასროლა მოხდა. დაღუპული მამაკაცი 31 წლის ტრეიფორდ პელერინია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner