აშშ-ში, ლუიზიანის შტატში პოლიციის თანამშრომლებმა დანით შეიარაღებული, ფერადკანიანი მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას „ABC“ ლუიზიანის შტატის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ლაფაიეტის პოლიციის დეპარტამენტში დანით შეიარაღებული მამაკაცის მონაწილეობით კონფლიქტის შესახებ სატელეფონო ზარი შევიდა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მამაკაცის დაკავება უშედეგოდ სცადეს. პოლიციელები დანით შეიარაღებულ ეჭვმიტანილს ფეხით მიჰყვებოდნენ, თუმცა, ის პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და გზა განაგრძო. მამაკაცი სადღეღამისო მაღაზიაში შესვლას ცდილობდა, რა დროსაც მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინციდენტის ადგილზე 11 გასროლა მოხდა. დაღუპული მამაკაცი 31 წლის ტრეიფორდ პელერინია.