logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსს ქვეყნის მტრები წამლავენ და ამზადებენ სცენარს რუსეთზე შემდგომი ზეგავლენისთვის
- +

23 აგვისტო. 2020. 02:07

 

 

„ბელარუსის სახელმწიფოს მტრები ქვეყანას წამლავენ და ამზადებენ სცენარებს რუსეთზე შემდგომი ზეგავლენისთვის“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქალაქ გროდნოში გამართული აქციის დროს განაცხადა.

 

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან აღნიშნულ საკითხზე საერთო პოზიცია აქვს.

 

„ვიღაც რუსეთში ამბობს, „ოჰ, ბელარუსში, ოჰ, ბელარუსში“, ბელარუსში არა, ეს თქვენთანაა, აქ, დასავლეთის საზღვარზე. ზეწოლას ახდენენ და წამლავენ. ჩვენ პუტინთან შევთანხმდით: ჩვენ აქ გვწამლავენ, რომ შემდეგ რუსეთში გააკეთონ. ეს არის პლაცდარმი და ის უნდა გავანადგუროთ. ეს არის ჩვენი საერთო აზრი პრეზიდენტ პუტინთან“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner