ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს.
„მთელი სერიოზულობით მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, განსაკუთრებით ცნობად სახეებს!
რამდენადაც სამწუხარო და უსიამოვნო არ უნდა იყოს თქვენთვის, სააკაშვილის რეჟიმისა და შემდგომ, „კოჰაბიტაციის" გამო დამცირებული და გაღიზიანებული ადამინები ისეთ სასოწარკვეთილებაში არიან, რომ შეიძლება არაადეკვატური და უმართავი გახდეს მათი „დამოკიდებულება" თქვენდამი. ამიტომ, შეეცადეთ, თავი შეიკავოთ გამაღიზიანებელი განცხადებებისაგან, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენისგან!
ჩვენ არ გვჭირდება ალიაქოთი, გაწევ-გამოწევა, „გამიშვი! არ გაგიშვებ!" ამან შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს!
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი „განცხადებები" და ქილიკი განხილული იქნება როგორც გამიზნული პროვოკაცია და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა!
ხალხი დაიღალა კი არა, გადაიღალა ამდენი ცინიზმისგან... ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - წერს თამაზ ჭეიშვილი.