logo_geo
eng_logo
თურქეთში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტ პირს კი ეძებენ
- +

23 აგვისტო. 2020. 10:48

 

 

თურქეთში, გირესუნის პროვინციაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა.

 

თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, ჟანდარმერიის ერთი თანამშრომელი და ერთი სამოქალაქო პირია დაღუპული.

 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, ამ დროისთვის 12 ადამიანია დაკარგული, რომელთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციას მეზობელი პროვინციებიდან, ასევე ანკარადან ჩასული ჯგუფები ახორციელებენ.

 

თურქული მედია წერს, რომ წყალდიდობამ სადრენაჟო მილი დაანგრია, რის შემდეგაც ჟანდარმერიის ხუთი თანამშრომელი და ექსკავატორის მძღოლი დაიკარგა.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 20 ადამიანი ცენტრალურ ავტომაგისტრალზეა ჩარჩენილი, რომლებთანაც მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დერელის ოლქში წყალდიდობამ ავტომობილები დატბორა და შენობები დააზიანა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner