logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ურჩევს
- +

23 აგვისტო. 2020. 11:37

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ურჩევს. ამის შესახებ მან „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ უპასუხა კითხვას, რას გააკეთებდა თავად პოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად.

 

„მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ მე დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, დარწმუნებული ვარ ხალხის არჩევანში. მე - დარწმუნებული ადამიანი ვარ. როგორ შეიძლება ყველას დამშვიდება? მე ზუსტად ვიტყოდი: ერთი თვის შემდეგ ახალი არჩევნები. მე მივდივარ. მოდით, ვისაც გსურთ. საერთაშორისო დამკვირვებლებს ყველას დავუძახებდი. ბელარუს ხალხს კი ვეტყოდი: გთხოვთ, აირჩიეთ. ასეთ შედეგებთან დაკავშირებით, კითხვები აღარავის ექნებოდა. მე ამაში დარწმუნებული ვარ. თუ გაიმარჯვებდა, ის იქნებოდა გამარჯვებული, ხოლო თუკი სხვა გაიმარჯვებდა, ესე იგი, გამარჯვებული იქნებოდა სხვა. სამაგიეროდ, ყველაფერი იქნებოდა მშვიდად, უსისხლოდ, სამართლიანად და შევიდოდა ისტორიაში“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner