logo_geo
eng_logo
NATO ბელარუსის საზღვრებთან ჯარების მობილიზებას უარყოფს
- +

23 აგვისტო. 2020. 11:39

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბელარუსის საზღვრებთან ჯარების მობილიზებას უარყოფს.

 

NATO-ში განმარტავენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებები ქვეყნის საზღვრებთან უცხო ჯარების მობილიზების შესახებ, უსაფუძვლოა.

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბელარუსის ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

 

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, რეჟიმს შიდა პრობლემებიდან ნებისმიერ ფასად გადააქვს ყურადღება და წარმოსახვით საგარეო საფრთხეებზე უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს.

 

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბელარუსის ხელისუფლების განცხადება, რომ ვარშავა სასაზღვრო დესტაბილიზაციის მოხდენას გეგმავს, რეჟიმის პროპაგანდის ნაწილია და პოლონეთის მთავრობას მსგავსი განზრახვები არ აქვს.

 

შეგახსენებთ, ბელარუსის ქუჩებში მთავრობის საწინააღმდეგო აქციები 22 აგვისტოსაც გაიმართა. დემონსტრანტებმა ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომა მოითხოვეს. ბელარუსის პრეზიდენტმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner