უკრაინული პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმუშენკო კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ „უნიანი“ პოლიტიკოსის პრეს-მდივან მარინა სოროკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტესტმა აჩვენა, რომ იულია ტიმოშენკოს COVID-19 აქვს. მდგომარეობა მძიმეა. ტემპერატურა 39 გრადუსამდეა“, - აცხადებს სოროკა.
„РБК-Украина“ წყაროზე დაყრდნობით, აცხადებს რომ კორონავირუსი დაუდასტურდათ ტიმოშენკოს შვილს ევგენიას და მის ქმარს არტურ ჩიჩოტკინს.