ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია "ბათუმის წყლის" სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.
მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები.
სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება.