logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ვანო მერაბიშვილის საქმეზე: დაველოდოთ გამოძიების შედეგებს!
- +

25 ივნისი. 2016. 11:51


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანასთან დაკვშირებით, თავის დროზე შიდასამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მერაბიშვილის საქმეზე გამოძიება დაწყებულია. შს მინისტრის მოადგილე საზოგადოებას გამოძიების შედეგების დალოდებისკენ მოუწოდებს.


„დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თავის დროზე ჩატარდა შიდასამსახურებრივი მოკვლევა, თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მაშინდელი საინფორმაციო გამოშვებები და ნახავთ, რომ თავის დროზე ჩატარდა ამაზე შესაბამისი შემოწმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და ხედავთ, რომ პროკურატურამ დროულად დაიწყო გამოძიება ამ გადაწყვეტილების კვალად. დაველოდოთ გამოძიების პროცესებს. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ეს დასკვნა და თავად გაეცნოთ, თუ რა ტიპის შეფასებები იყო გაკეთებული თავის დროზე", - აღნიშნა თალაკვაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner