რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 956 749 -ს მიაღწია, - ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 16 383-მდე გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 770 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 169 727 პაციენტი ამჟამად მკურნალობას განაგრძობს.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.