logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსის 4 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

23 აგვისტო. 2020. 15:34

 

 

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 956 749 -ს მიაღწია, - ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

 

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 16 383-მდე გაიზარდა.

 

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 770 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 169 727 პაციენტი ამჟამად მკურნალობას განაგრძობს.

 

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner