„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა და მათ გააცნო სამომავლო გეგმები.
მმართველი გუნდის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი განვითარება მისთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია და ამიტომ ყველა დასახლებულ პუნქტში ხვდება ახალგაზრდა თაობას, რათა მათთან ერთად დასახოს სამომავლო გეგმები.
„ჩვენი საზოგადოების ყველზე აქტიური ნაწილი ჩვენი ახალგაზრდობაა, განათლებული , ჯანსაღი ახალგაზდა თაობა ძლიერი მომავლის გარანტიაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ადამიანის პიროვნული თვითრეალიზაციისათვის საჭირო სამართლებრივი, ეკონომიკური, ორგანიზაციული პირობებისა და გარანტიების შექმნა, რათა თითოეულმა ადგილზე შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.
მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგაზრდებს დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზეც ესაუბრა.