-
+
23 აგვისტო. 2020. 18:45
ათასობით ადამიანი მინსკის ცენტრში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას მართავს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მინსკის დამოუკიდებლობის მოედნის გარშემო შინაგანი ჯარის ნაწილები ჩანან, თუმცა, ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში პატრულთა რაოდენობა მცირეა.
მინსკში საპროტესტო აქცია არ შეფერხებულა, მაგრამ დემონსტრანტებს მეგაფონებით მოუწოდებენ დაშლისკენ. საპასუხოდ, აქციის მონაწილეები მთავრობის საწინააღმდეგო ფრაზებს სკანდირებენ და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლის საპატიმროდან გამოშვებას ითხოვენ.
საპროტესტო აქციები მინსკის გარდა ასევე იმართება გროდნოში, მოგილოვში, ბრესტში და სხვა ქალაქებში.
