ბათუმში, ჩაქვის მხრიდან შესასვლელ გზაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.
რაც შეეხება გასასვლელ გზას, ეტაპობრივად უკვე დაიწყო ტრანსპორტის გადაადგილება.
ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.
მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.