logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლომ გია სოსანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა
- +

25 ივნისი. 2016. 11:53


სააპელაციო სასამართლომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული გია სოსანაშვილის განაჩენი ძალაში დატოვა.


სააპელაციო სასამართლოში საჩივარი როგორც ბრალდების მხარეს, ისე დაცვის მხარეს ჰქონდა შეტანილი. კერძოდ, პროკურატურა გია სოსანაშვილისთვის მიმართ სასჯელის დამძიმებას ითხოვდა.


როგორც სააპელაციო სასამართლოში აცხადებენ, სასამართლომ არც ერთი მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში უცვლელად დატოვა.


„რაც შეეხება განაჩენის დასაბუთებას, მოსამართლეს 14-დღიანი ვადა აქვს მიცემული, რომ დაწეროს დასაბუთებული განაჩენი", - აცხადებენ სასამართლოში.


მათივე თქმით, გია სოსანაშვილის ადვოკატს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებისთვის ერთთვიანი ვადა აქვს მიცემული.


ცნობისთვის, გია სოსანაშვილს სოფელ ყარაფილაში აფეთქების ორგანიზებისთვის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner