logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ამბროლაურში მომხდარი განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს და ვ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა
- +

23 აგვისტო. 2020. 21:32

 

 

პროკურატურამ ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს და ვ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში, მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად,  გაგუდვით მოკლეს ლ.ა. სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს.

 

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ.

 

პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner