logo_geo
eng_logo
სოფელ ადიშთან მისასვლელი დროებითი გზის მოწყობა დასრულდა
- +

23 აგვისტო. 2020. 22:11

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშთან მისასვლელი, დროებითი გზის მოწყობის სამუშოები დასრულდა, მოსახლეობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესაძლებლობა აქვს. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა.  სტიქიამ სოფელ  ადიშთან დამაკავშირებელი გზა გუშინ, 22 აგვისტოს დააზიანა, რის გამოც სოფელი ჩაიკეტა, წყალმა მთლიანობაში გზის 400-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.

 

სტიქიის საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში კალა-უშგული დამაკავშირებელ გზაზე სოფელ იფართან ცენტრალური გზის გამაგრება და მდინარის კალაპოტის შეცვლა გუშინვე მოხერხდა. საპრევენციო სამუშოები 22 აგვისტოსვე ჩატარდა ასევე ლენჯერის და მულახის თემებშიც. ძლიერმა წვიმამ მესტიის სოფლებში მდინარეების ადიდება და  ღვარცოფი გამოიწვია, რასაც ძირითადად  საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება მოჰყვა.

 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და მოადგილე ნინო ვიბლიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner