logo_geo
eng_logo
თვითმხილველი, რომელიც შატილის გზაზე, ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი ჩავიდა, მომხდარის დეტალებზე საუბრობს
- +

23 აგვისტო. 2020. 23:51

 

 

 

თვითმხილველი, რომელიც შატილის გზაზე ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი ჩავიდა და სამაშველო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა, მომხდარის დეტალებზე ambebi.ge-სთან საუბრობს.

 

„შემთხვევის ადგილზე, ხევში რომ ჩავედი, საშინელი სურათი დამხვდა. მიკროავტობუსი დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მგზავრებიდან 17 ქალია, 3 - მამაკაცი. ოციდან ერთი კანადის მოქალაქე ყოფილა, რომელიც ზუსტად არ ვიცით, საიდან მოვიდა, მათ დაემგზავრათ, თუ რა მოხდა“, - აცხადებს თვითმხილველი.

 

მისივე თქმით, მერსედესის „სპრინტერის" მიკროავტობუსი სისწრაფით მიდიოდა, შემდეგ მუშების გაჩერებულ და ცარიელ მანქანას დაეჯახა და ისიც გადააგდო ხევში.

 

„ამ 20-დან 4 ცოცხალი ამოვიყვანეთ და ერთი მალევე გარდაიცვალა“, - აცხადებს თვითმხილველი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner