„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმას პოლიტიკურ მოტივებს არ უკავშირებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი „კერძო შემთხვევა იყო".
„მინდა, გავმიჯნო პოლიტიკური თავდასხმებისგან ჩემი შემთხვევა, რომელიც არის ნამდვილად კერძო შემთხვევა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ფაქტებისა და მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაესხნენ თავს. მას დაზიანებები ჩაქუჩითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.