ახალ ზელანდიაში, კრაისტჩერჩში 2019 წლის 15 მარტს მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებელი ავსტრალიელის, ბრენტონ ტარანტის სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს.
ტარანტმა გამოსვლისას განაცხადა, რომ მას სამი მეჩეთის დაწვა სურდა, რათა თავდასხმას რაც შეიძლება ბევრი მსხვერპლი მოჰყოლოდა.
მოსამართლემ შესაძლოა, ტარანტს უვადო პატიმრობის განაჩენი გამოუტანოს. აღნიშნული განაჩენი ახალ ზელანდიაში ჯერ არასდროს გამოუყენებიათ.