logo_geo
eng_logo
ბათუმში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
- +

24 აგვისტო. 2020. 11:40

 

 

 

ბათუმში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, სტიქიის შედეგად წყალი შევიდა 30-მდე საცხოვრებელ სახლში, 11 ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესი, ოთხი ოჯახი კი, გადაყვანილია ალტერნატიულ საცხოვრებელში.

 

ასევე, ორ ლოკაციაზე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ერთ შემთხვევაში ჩამოინგრა სახურავი, მეორეგან კი, შენობის კონსტრუქცია. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

 

„მერია შეისწავლის ყველა დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას და გაუწევს შესაბამის დახმარებას. ამ დროისთვის, ქალაქში მიმდინარეობს მორეცხვითი სამუშაოები, ქალაქში მოძრაობა გუშინ საღამოდან ყველა მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება, მერიის სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ“,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner