logo_geo
eng_logo
სომხეთში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

24 აგვისტო. 2020. 12:10

 

 

 

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ორი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.

 

24 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 42 825 შემთხვევა. აქედან 36 049 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

ჯამში, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 110 პაციენტი, მათგან 256 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner