ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბოკერია დიდი ხნის მეგობრები არიან და შესაძლოა, მათ შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სულაც არ იყო საუბარი.
„მარგველაშვილი და ბოკერია დიდი ხნის მეგობრები არიან და შესაძლოა, მათ შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სულაც არ იყო საუბარი. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევებში, მეტი სიცხადისთვის, პრეზიდენტსაც და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერსაც შესაბამისი განმარტება უნდა გაეკეთებინათ, ამით ამოიწურებოდა თემა. მსგავსი პრეცედენტი გიორგი კვირიკაშვილისა და გია გაჩეჩილაძის შეხვედრის დროსაც იყო, თუმცა პრემიერმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მეგობრული შეხვედრა ჰქონდათ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.