რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 744 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 65 ადამიანი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 961 493 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 16 488 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 2 456-ით გაიზარდა და 773 095-ს შეადგენს.